ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა, სავარაუდო კორუფცია და რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა - TI-ის კვლევა
ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა, სავარაუდო კორუფცია და რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევა ეკა გიგაურმა წარადგინა, რომლის განცხადებით, ბოლო 10 წელიწადში ელექტორენერგიის ტარიფი 40 პროცენტით არის გაზრდილი.
კვლევაში ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, ელექტროენერგეტიკული სისტემების ყოფილი შეფი ვახტანგ ამბოკაძე და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები სავარუდო კოუფციაში არიან დადანაშაუალებულები.
ჩვენი კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ ბოლო 10 წლის განმ,ავლობაში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა 40 პროცენტით. ანუ ჩვენი მოქალაქეები ფაქტობრივად 40 პროცენტით მეტს იხდიან ელექტროენერგიაში, ვიდრე იხდიდნენ 10 წლის წინ. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე სვამს კითხვას, თუ რატომ ხდება ეს. უნდა ითქვას, რომ ელექტროენერგიის ტარიფი ასევე განისაზღვრება იმით, რომ ბაზარზე არიან შუამავალი კომპანიები, მათი მფლობელები ყოფილი თანამდებობის პირები არიან, აქ ჩვენ ვხედავთ გარკევულ კორუფციის რისკებს. ჩვენ ხელისუფლებას ვკითხეთ, თუ რატომ არიან ეს შუამავალი კომპანიები, რა ფუნქციას ასრულებენ ისინი, თუმცა ამასთან დაკავშირებით ახსნა ვერ მოვიპოვეთ.
რაც შეეხება თვითონ ამ შუამავალ კომპანიებს, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდება, ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ. ასევე როდესაც შეეხება საუბარი რუსეთიდან ელექტროენერგიის შემოტანას , ამ შემთხვევაში შუამავალი კომპანიის 50,1 % ეკუთვნის რუსულ ინტერრაოს და 49,59 % კი საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემების კომერციული ოპერატორის ყოფილ გენერალურ დირექტორს ვახტანგ ამბოკაძეს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ამ შუამავალი კომპანიების არსებობა არ ზრდის ტარიფს, თუმცა მათი ჩართულობა განაპირობებს მაღალ ტარიფს", - აცხადებს ეკა გიგაური.