"რესპუბლუკურში" მედიკოსთა პროტესტი გრძელდება - სამინისტრო დირექტორის გათავისუფლებას არ აპირებს

05.04.23 12:08
"რესპუბლუკურში" მედიკოსთა პროტესტი გრძელდება - სამინისტრო დირექტორის გათავისუფლებას არ აპირებს

"რესპუბლუკურ საავადმყოფოში" მედიკოსთა პროტესტი გრძელდება - ექიმები ჯანდაცვის მინისტრისგან გეგმას ელოდებიან. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ამჯერად რესპუბლიკურის დირექტორის, ზაზა ავალიანის გარეშე მივიდა. 

მედიკოსების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ავალიანის გადადგომაა, სწორედ ამ მიზეზით ისინი შეხვედრაზე არ შევიდნენ. 

როგორც ილია ღუდუშაურმა განაცხადა ზაზა ავალიანის გადაყენებას არ გეგმავენ. 

ვაგრძელებთ კომუნიკაციას "რესპუბლიკურის" თანამშრომლებთან. შევთანხმდით, რომ ამ კვირას დავუთმობდით იმ თანამშრომლებთან კომუნიკაციას, რომლებსაც აინტერესებთ და კითხვები აქვთ რესპუბლიკურის მომავალთან დაკავშირებით. გუშინ, შეხვედრაზე თითქმის ყველა მიმართულების ხელმძღვანელი იყო შემოსული. გარკვეული მიმართულების ხელმძღვანელები კი გიდასტურებთ, რომ არ შემოვიდნენ. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვეულებრივი მუშა პროხცესია. შეხვედრები იმართება იმისთვის, რომ კლინიკამ გარდამავალ პერიოდში ფუნქციონირება შეძლოს"- განაცხადა ლია ღუდუშაურმა.