სატრანსპორტო კოლაფსი რიკოთზე - "ლელო" პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს
სატრანსპორტო კოლაფსი რიკოთზე - "ლელო" პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.
თაზო დათუნაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ არ ყოფილა ვადის გადაცდომა მაგისტრალზე გზის მშენებელი კომპანიებსი მხრიდან.
დათუნაშვილი ამბობს, რომ მოხდა გადავადებები თითქმის ყველა იმ კომპანიიისთვის, რომელიც რიკოთის მონაკვეთზე აწარმოებს გზის სამუშაოებს.
როდესაც ხალხი სააღდგომო სამზადისშია, გაურკვეველი ვადით არის დაკეტილი ქვეყნის მთავარი არტერია - საავტომობილო მაგისტრალი. ხელისუფლება რიკოთის ჩახერგცვით კოლაფსის წინაშე გვაყენებს.ერთ დიდი საცობად აქციეს ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ როგორც გზების დეპარტამენტი ისე ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო გაფრთხილებული, რომ ეს არის პრობლემური მონაკვეთი და მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოხდა. ეს მონაკვეთები 2022 წლის ბოლოს უნდა ყოფილიყო დასრულებული.
დღეს საგზაო დეპარტამენტი ამ მონაკვეთზე ჩატარებულ 170 კვლევას იშველიებს დამხმარე არგუმენტად, არადა როგორ შეიძლება რომ 170 “კვალიფიციურ კვლევას” არ გამოევლინა ის პრობლემები, რომლებსაც ახლა, ამ მომენტში, როგორც დეპარტამენტი ამბობს, სწავლობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დიდი ჯგუფი.
ჩვენმა პარლამენტის წევრებმა გამოითხოვეს ინფორმაცია გზის ამ მონაკვეთების შესახებ და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ფაქტობრივად ტყუილი გვითხრა, როდესაც თქვა, რომ არც ერთ ამ მონაკვთზე არ ყოფილა ვადის გადაცდომა. თუმცა მოხდა გადავადებები და ეს გადავადებები მოხდა თითქმის ყველა იმ კომპანიიისთვის, რომელიც ამ მონაკვეთზეა. ამიტომაც ეს გამოთხოვილი ინფორმაცია არ არის მართალი. ზოგადად ის კომპანიები, რომელიც შერჩეულ იქნა გზის მშენებლობაში, მათი რეპუტაცია ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს. ბევრი საეჭვო რეპუტაციის კომპანია ფიგურირებდა შესრულების სხვადასხვა ეტაპზე. ამის შესახებ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც გვაფრთხილებდნენ, მაგალითად როდესაც პოლონეთის ყოფილი ელჩი, გაოცებას ვერ მალავდა - თუ რატომ ხარჯავდა საქართველო ევროპელი და ამერიკელი დონორების ფულს ჩინურ კომპანიებზე, როდესაც რთული და კომპლექსური სამუშაოები ამერიკულ, ავსტრიულ ან გერმანულ გამოცდილ კომპანიებს შეეძლოთ განეხორციელებინათ. - ამბობს დათუნაშვილი.