"ოცნება" ცდილობს თავის ამომრჩეველს ხარკი გადაუხადოს და დაუმტკიცოს, რომ ოპოზიციის ციხეებში გამოკეტვა შეუძლია - ცისკარიშვილი

05.04.23 12:30
"ოცნება" ცდილობს თავის ამომრჩეველს ხარკი გადაუხადოს და დაუმტკიცოს, რომ ოპოზიციის ციხეებში გამოკეტვა შეუძლია - ცისკარიშვილი

ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ რუსული კანონის ჩავარდნით განაწყენებული "ოცნება" თავის ამომრჩეველს ხარკს უხდის და უმტკიცებს, რომ შეუძლია პოლიტიკური ოპოზიცია ციხეებში გამოკეტოს.

ის თავისი შურისძიების სურვილით შეპყრობილ პრორუსულ-ქოცურ ამომრჩეველს ცდილობს ხარკი გადაუხადოს და აჩვენოს, რომ ისინი სუსტები კი არ არინა და უკან კი არ წაიღეს თავისივე ინიცირებული რუსული კანონპროექტი, არამედ ჯერ კიდევ შესწევთ ძალა, რომ კიდევ მეტი პოლიტიკური პატიმარი გააჩინონ და პოლიტიკური ოპოზიცია ციხეებში გამოკეტონ. ამ გზავნილს უგზავნის თავის ხალხს "ოცნება"-. ამბო9ბს ცისკარიშვილი.

გაუშვებს თუ არა ციხეში ოპოზიციის ლიდერებს "ქართული ოცნება". რუსული კანონის უკან გაწვევის გამო გაბრაზებული ხელისუფლება რეპრესიებს აანონსებს. დაკავებების სერიაზე  ჯერ პრემიერი ალაპარაკდ, ამ რიტორიკას კი ახლა "ოცნების" ლიდერები პარლამენტში აგრძელებენ.