ზელენსკი პოლონეთშია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა საზღვარი მეუღლესთან ერთად გადალკვეთა.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს როგორც პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან, ასევე პრემიერმინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან.