ეს არის გაქცევა ჩაძირული გემიდან , - ხატია დეკანოიძე ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა

08.03.21 13:25
ეს არის გაქცევა ჩაძირული გემიდან , - ხატია დეკანოიძე ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა

უცნობია, რა დგას ვასილ მაღლაფერიძის წასვლის უკან და არის თუ არა მიზეზი სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომელიც ,,ტვ პირველის" ეთერში ორი დღის წინ გასაჯაროვდა.

მის განცახდებაში ერთ მკაფიო მესიჯს ვხედავ, ეს არის მისი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველა ადამიანს, საჯარო პირს უნდა დავუტოვოთ უფლება, მიიღოს პირადი გადაწყვეტილება და გააკეთოს ის განცხადებები, რასაც საჭიროდ მიიჩნევს. -  ამბობს ,,ქართული ოცნების" წევრი, ირინა ტალიაშვილი.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიაში დიდი რღვევები დაიწყო და უნდა ველოდოთ, რომ პარტიის სხვა წევრებიც დატოვებენ დაკავებულ თანამდებობებს.

ჯანმრთელობის მოტივით ,,ქართული ოცნების" სხვა წევრებიც თუ დატოვებენ თანამდებობებს, კარგი იქნება. რაც უფრო დიდხანს იქნები ,,ქართული ოცნების" წევრი, ეს უფრო ცუდად აისახება შენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, - მიაცნია ,,ქართული ოცნების" ყოფილ წევრს, გედევან ფოფხაძეს.

სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია ვასილ მაღლაფერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ არ ვთვლი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობა იმხელა დატვირთვას მოითხოვდა, რომ ის ვერ ასრულებდა მოვალეობას. ვთვლი, რომ ეს არის გაქცევა ჩაძირული გემიდან! - აღნიშნა ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა,  ხატია დეკანოიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძის მოადგილე და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი წასვლის ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. მაღლაფერიძე ფეისბუქის სტატუსში  განმარტავს იმასაც, რომ ,,ოცნებიდან" წასვლის მიუხედავად,  არ იცვლება მისი პოლიტიკური გემოვნება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები