ებრაელ თანამოქალაქეებსა და ყველა ებრაელს მსოფლიოში ვულოცავ პასექის დღესასწაულის დადგომას - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ებრაელ თანამოქალაქეებსა და ყველა ებრაელს პასექის დღესასწაულის დადგომას ულოცავს.
"ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებსა და ყველა ებრაელს მსოფლიოში ვულოცავ პასექის დღესასწაულის დადგომას.
თავისუფლების სიყვარულის, ერთგულებისა და მადლიერების, ღვთის სამართლიანობისა და მფარველობის გამომხატველი ეს დღესასწაული სიმბოლურია ყველა იმ ერისათვის, რომელსაც თავი დაუღწევია ტირანიისათვის ან აგრძელებს ბრძოლას მის წინააღმდეგ.
ვუერთდები თქვენს სიხარულს, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს პასექის შემობრძანება ყოველი თქვენგანისათვის". - წერს პრეზიდენტი.