მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები არსებობს - ვოლსკი აქციაზე დაშავებულზე

05.04.23 12:55
მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები არსებობს - ვოლსკი აქციაზე დაშავებულზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი 7-8 მარტის აქციებზე დაშავებული ზაზა ბირიაშვილის მხედველობის დაკარგვას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მონსტრად წარმოჩენას ცდილობს, რეალურად კი აქციაზე არც სისხლი დაღვრილა და არც ვინმე მომკვდარა.

"ლოიალური დამოკიდებულება, თუნდაც პოლიციური ოპერაციისა, რომელიც 8 მარტს ვიხილეთ, არის გასაკვირი მათთვის და რასაკვირველია, რაც მეტი იქნება დაძაბულობა, მით მეტი უკეთესი იქნება ოპოზიციის მცდელობა მით უფრო ძლიერი იქნება მისი მცდელობა, რომ ხელისუფლება რაღაც მონსტრად წარმოაჩინოს. ანუ დააბრალოს იგივე რაც თვითონ იყო ყოველთვის. რეალურად ეს სურათია, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ ეს არ ხდება, სისხლი არ დაიღვარა, ადამიანი არავინ არ მოკვდა. იცით რაშია საქმე, გადავხედოთ სიტუაციას ზოგადად, ამ მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები არსებობს, მაგაზე არ არის. პიროვნებებზე ნუ გადაგვყავს საქმე, რეალურად სიკვდილის მოთხოვნა, ორი გვამის მოთხოვნა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, დღის წესრიგშია", - თქვა ვოლსკიმ. 

ზაზა ბირიაშვილს, რომელმაც მარტის აქციაზე თვალში მხედველობა დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი ისევ არ აქვს. ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საყურადღებოა და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა სჭირდება. ბირიაშვილს 7 მარტს აქციაზე სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა თვალში.