შესაძლო კორუფციული ინტერესები ელექტრო სისტემაში - რას ამბობს სავარაუდო კორუფიის მთავარი ფიგურანტი
სავარაუდო კორუფციული გარიგებებში დადანაშაულებული ელექტრო სისტემების ყოფილი შეფი პირველ განმარტებას "პირველებთან" აკეთებს. ვახტანგ ამბოკაძე ამტკიცებს, რომ არა შუამავალ, არამედ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ამბოკაძის განცხადებითვე რეგულაციების შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათი საშუალებით საქართველოში ელექტროენერგია შემოსულიყო.
კორუფციულ ინტერესებსა და რაიმე უხურეხულობას ამბოკაძე არ გრძნობს იმ მიგნებებთან და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ჰქონდა და ამბობს, რომ შვილობილი კომპანიის ქვეყანაში შემოსვლა საქართველოს მოთხოვნა იყო.
შუამავალი არ ვარ, ეს არის ინტერრაოს შვილობილი კომპანია. ვაჭრობა თუ გინდათ საქართველოში, ახალ მოდელზე გადასვლა, აუცილებლად რეზიდენტით შეგიძლია ივაჭრო. ამიტომ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ დაეფუძნებინათ შვილობილი კომპანია, რომ შეეძლოს გამჭვირვალედ ვაჭრობა, როგორსაც ევროკავშირის წესები ითვალისწინებს.
2020-ში უნდა შესულიყო ახალი მოდელი ძალაში, ამიტომ გადაწყვიტეს მომზადებულიყვნენ. ვაჭრობა შეუძლიათ მხოლოდ რეზიდენტებს შიგნით, რომ გაყიდონ-იყიდონ. ეს საქართველოს მოთხოვნა იყო, შუამავალი არაფერ შუაში არ არის. ვერანაირ უხერხულობას და პრობლემას მე ამაში ვერ ვხედავ". - ამბობს ამბოკაძე.
ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, ელექტრო სისტემების ყოფილი შეფი ვახტანგ ამბოკაძე და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები სავარუდო კოუფციაში და ელეტროენერგიის ტარიფების ხლოვნურად ზრდაში არიან დადანაშაულებულები.
საგანგაშო კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს.
კვლევაში პირდაპირ წერია, რომ ბოლო 10 წელში ელექტროენერგიის ტარიფები 40 პროცენტინით გაიზარდა-ერთ-ერთი მიზეზი კი კორუფცია და სავარუდოდ შუამავალ კომპანიებში ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ინტერესებია.