ენმ-ს წინასაარჩევნო კამპანია მართული იყო, სააკაშვილის მდგომარეობით სპეკულირებდნენ - დეკანოიძე
დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ენმ-ს შიდა პატიული არცევნების წინასაარჩევნო კამპანია მართული იყო. ენმ-ს ყოფილი წევრი პირდაპირ ამბობს, რომ პარტიის ზოგიერთი წევრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულირებდა, რაც მიურებელი და არასწორია.
საარჩევნო ხაზი, წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიის შიდა არჩევნებში იყო მიშას მდგომარეობა. არ ვფიქრობდი, რომ ეს იყო სწორი და ვფიქრობდი, რომ ეს იყო მეტწილად უფრო პოპულისტური ზოგადად. მე არასდროს მომიტყუებია ჩვენი ამომრჩეველი, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ან ძალით ან ფიზიკურად შესაძლებელი იქნებოდა. ამიტომ, მე არ ვიკადრებ ახლა, რომ ჩემს ყოფილ პარტიას საყვედური ვუთხრა, რომ არ აკეთებს საკმარისს. კამპანია ნამდვილად იყო მართული, მათ შორის, სოციალურ ქსელში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც წერდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, როგორც ჩანს, აღმოჩნდა, რომ სპეკულირებდნენ, ახლა საერთოდ გაჩმებულია. ამიტომ მე ასეთი განცდა მაქვს. ზოგადად, ძალიან ცუდი ტონი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამოყენება, - თქვა ხატია დეკანოიძემ.