სერიოზული კრიმინალური საქმე ნორმად არ უნდა ვაქციოთ - ტრამპის საქმის პროკურორი

05.04.23 13:57
სერიოზული კრიმინალური საქმე ნორმად არ უნდა ვაქციოთ - ტრამპის საქმის პროკურორი

დონალდ ტრამპი და მანჰეტენის სამართლო უკვე  მეორე დღეა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ამერიკის  45-ე პრეზინტი ახლა უკვე ოფიალურად ბრალდებულია. დანაშაულის  34-ე ეპიზოდთან დაკავშირებით პრეზიდენტის საქმის  პროკურორმა ალვინ ბრეგიტმა  დეტალურად უკვე ისაუბრა.

პროკურორის თქმით, ტრამპი 2017 წელს 9 თვის განმავლობაში ცრუ განცხადებებს აკეთებდა და მის ადვოკატთან მაიკლ კოინთან ერთად დოკუმენტებს აყალბებდა. არადა, ირკვევა, რომ შტორმი დენიელსის ანგარიშზე თანხა სწორედ ტრამპის ანგარიშიდან ირიცხებოდა. 

ბრალდებული პრეზიდენტი კი ამტკიცებს, რომ მაიკლ კოინს მან დიდი რაოდენობით თანხა 2017 წელს იურიდიული სამსახურისთვის გადაუხადა და ეს ფული პორნოვარსკვლავის მოსტიდვისთვის განკუთვნილი არ ყოფილა. 

ნიუ-იორკის სასმართლოს მიერ დონალდ ტრამპი ბრალდებულია 34 სხვადასხვა ბიზნესჩანაწერების ფალსიფიკაციაში. ნიუ-იორკის კანონმდებლობის მიხედვით ბიზნესჩანაწერების გაყალბება დანაშაულია და დანაშაულის დაფარვას ემსახურება. ბრალდებულმა გააკეთა 34 ყალბი განცხადება, რომელიც სხვა დანაშაულების დაფარვას ემსახურებოდას. ეს არუს დანაშაული მიუხედავად იმისა, თუ ვინ ხარ. ჩვენ არ შეგვიძლია ნორმად ვაქციოთ სერიოზული კრიმინალური საქმე. დამნაშავე განუწყვეტლად აკეთებდა ყალბ განცხადებებს ბიზნესჩანაწერებთან დაკავშირებით და სხვებსაც მოუწოდებდა, რომ ეს გაეკეთებინათ. დაცვის ქვეშ მტოფი ამტკიცებდა, რომ 2017 წელს მან მაიკლ კოინს იურიდიული სამსახურისთვის ფული გადაურიცხა, ეს ტყუილია. მთელი 9 თვის განმავლობაშ ის პერსონალურად აწერდა ხელს მაიკლ კოენისთვის გადასახდელ ჩეკს. მისტერ კოინი სხვა ადამიანებთან ერთად მოისყიდა და ზეწოლა მოახდინა ადამიანებზე დაემალათ ნეგატიური ინფორმაცია, რათა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვების შანსი ჰქონოდა, - განაცხადა პროკურორმა. 

ბრალის წარდგენამ დონალდ ტრამპი გააღიზიანა. მან პროცესზე მოსამართლეს და პროკურორს შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენა. 

დონლდ ტრამპს არ დააკავებენ, თუმცა ბრალდებები  მძიმეა. პრეზიდენტის  დანაშაულების ჩამონათვალში  პორნოვარსკვლავებთან გარიგება, მათი მოსყდვა სიჩუმის სანაცვლოდ და ფინანსური დოკუმენტების გაყალებაა. 

ამერიკის მოქმედ  პრეზინტს ყოფილი პრეზინტის ბედი არ აინტერესებს. ბაიდენის ამდინიტრაცია ტრამპის შესაძლო  დაკავების საქმეზე კომნტარს არ აკეთებს.

ტრამპის ბრალდებებთან დაკავშირეით კი აშშ-ს მოსახლეობაში აზრები ორად გაიყო. მოქალაქეების ერთი ნაწილი ამბობს, რომ კნაონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ საქმეები შეგნებულად არის შეთხზული და რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.