კითხვა მაქვს ცისკარიშვილთან, სად იყვნენ და რატომ დატოვეს შუაგულ პროტესტში ახალგაზრდები? - თალაკვაძე

05.04.23 14:02
კითხვა მაქვს ცისკარიშვილთან, სად იყვნენ და რატომ დატოვეს შუაგულ პროტესტში ახალგაზრდები? - თალაკვაძე

"ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მიერ მართულს უწოდებს მარტის აქციებს და ამბობს, რომ სწორედ მათი წახალისებული იყვნენ ახალგაზრდები.

თალაკვაძე ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს ეკითხება, სად იყვნენ ის და მისი მეგობრები და რატომ დატოვეს პროტესტის შუაგულში ახალგაზრდები.

„ნაციონალური მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ ისინი იდგნენ უკან და ცდილობდნენ ამ პროტესტის ორგანიზებას, მაგრამ მეორე შეკითხვა არის ბატონი ცისკარიშვილი და მისი პოლიტიკური მეგობრები, სად იყვნენ და რატომ დატოვეს შუაგულ პროტესტში ახალგაზრდები და ადამიანები, ვის გამოყვანასაც და ვის წაქეზებასაც ცდილობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ. აი ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელზეც მას პასუხი ჯერ არ გაუცია. სწორედ მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გახლავთ, რომ ისინი ჩართულები იყვნენ, აქეზებდნენ, ახალისებდნენ ამ აქციებს“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

"ქართული ოცნება" ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს აანონსებს. მმართველო პარტიის ლიდერები ისევ ამტკიცებენ, რომ 7-8 მარტის აქციებში ძალადობა ოპოზიციის წახალისებული იყო.