რაინდი გურიაში - ვასაძის შეხვედრას ოზურგეთში საჯარო მოხელეებიც ესწრებიან
რაინდი გურიაში - საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის" დამფუძნებელი, ლევან ვასაძე, რეგიონალურ ტურს აწყობს. ვასაძე ოზურგეთში საჯარო მოხელეებს ხვდება და ყველას კვირას დაგეგმილ მისი პარტიის დიდ თავყრილობაზე ეპატიჟება. ვასაძის შეხვედრას ესწრებოდნენ "ოცნების" წევრებიც. მათი თქმით, ისინი ვასაძის იდეებს იზიარებენ.
ლევან ვასაძე და მისი თანხლები პირები დღეს აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ.
პოლიტიკური განაცხადის შემდეგ ლევან ვასაძე პირველ აქციას 16 მაისს თბილისში გამართავს.