ტარიფების ზრდა შუამავალი კომპანიების არაეფექტურობასა და მათ კორუფციულ ინტერესებზე მიუთითებს - ოთარ აბესაძე
ეკონომისტი ოთარ აბესაძე ამბობს, რომ როდესაც ქვეყანაში ყოველწლიურად ელექტროენერგიაზე ტარიფები იზრდება, შუამავალი კომპანიების როლი არის არაეფექტური და თუ ეს კომპანიები მაინც არსებობს, ჩნდება ეჭვი, რომ კორუფციული ინტერესებთან და ეკონომიკურ გადახვევასთან გვაქვს საქმე.
სახელმწიფოს შუამავალი კომპანია სჭირდება მხოლოდ ერთადერთი მიზნისთვის, როდესაც ეს კომპანია ახორციელებს გარკვეულ სხვა საფასო კატეგორიაში ვაჭრობას. ანუ სახელმწიფოსთვის ბევრად მომგებიან პოზიციაში ვაჭრობას. სამწუხაროდ, ვიგებთ შედეგს, რომ საქართველოში ელექტროენერგიაზე ფასი წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, მე ვერ ვხედავ შუალედური კომპანიის რგოლს, გარდა კორუფციული ინტერესებისა, რომ ხდებოდეს საქართველოში ელექტრომატარებლებზე ან ტარიფებზე ფასების კლება. დღეს საქართველოში ვხედავთ რეალობას, რომ ფასები იზრდება წლიდან წლამდე, შესაბამისად შუამავალი კომპანიების როლი არის არაეფექტური და თუ ის კვლავ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სხვა ტიპის ეკონომიკური გადახვევა", - ამბობს ოთარ აბესაძე.
ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, ელექტრო სისტემების ყოფილი შეფი ვახტანგ ამბოკაძე და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები სავარუდო კოუფციაში და ელეტროენერგიის ტარიფების ხლოვნურად ზრდაში არიან დადანაშაულებულები.
საგანგაშო კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს.
კვლევაში პირდაპირ წერია, რომ ბოლო 10 წელში ელექტროენერგიის ტარიფები 40 პროცენტინით გაიზარდა-ერთ-ერთი მიზეზი კი კორუფცია და სავარუდოდ შუამავალ კომპანიებში ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ინტერესებია.