სასამართლოში დამიბარეს, აუდიტის სამსახური გვიჩივის - ზურაბ ჯაფარიძე
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი სასამართლოშია დაბარებული.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარტიას აუდიტის სამსახური უჩივის.
დღეს უნდა ყოფილიყო ჩემი და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო, ჩვენს მიერ სპეცრაზმის დარბევის საქმეზე, მაგრამ გადაიდო მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
სამაგიეროდ ხვალ დამიბარეს სასამართლოში, აუდიტის სამსახური გვიჩივის, რაზე არ ვიცით, დანართში ნახეთო და დანართი არ არის, არ ჩამოიტანეს". წერს ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე.