"ოცნების" შანტაჟისა და დევნის არავის ეშინია - დეკანოიძე შს მინისტრის პარლამენტში დაბარებას ითხოვს

05.04.23 15:15
"ოცნების" შანტაჟისა და დევნის არავის ეშინია - დეკანოიძე შს მინისტრის პარლამენტში დაბარებას ითხოვს

დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ "ოცნება" შანტაჟითა და დევნით ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ვერ შეაშინებს.

დეკანოიძე ასევე გამოდის ინიციატივით, რომ მარტის აქციებთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით, პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრი იქნას დაბარებული.

„ოპოზიციის და პოლიტიკოსების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და ზოგადად ასეთი შანტაჟის და მუქარის განცხადებები პირველი არ არის. ეს ხდება წლების განმავლობაში და მე დარწმუნებული ვარ, არავის არ ეშინია და არავის არ გვეშინია. არცერთ პარტიას იქ ხალხი არ გამოუყვანია. მინდა ვესაუბრო სხვა კოლეგებს და სხვა კოლეგებთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი დავიბაროთ ინტერპელაციის წესით მათ შორის 7-8 მარტის აქციებზე და მოვლენებზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების იმ ხარისხთან, რომელიც რეალურად არის აღწერილი თქვენს მიერ და გარდა ამისა, ადამიანი რომელმაც მართლაც მხედველობა დაკარგა, ამ მიმართულებით დღემდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს“ - ხატია დეკანოიძე.

"ქართული ოცნება" ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს აანონსებს. მმართველო პარტიის ლიდერები ისევ ამტკიცებენ, რომ 7-8 მარტის აქციებში ძალადობა ოპოზიციის წახალისებული იყო.