თქვენი არავის ეშინია, თქვე ფარჩაკებო, რაც გინდათ ის დაიწყეთ - ვაშაძე "ოცნებას"

05.04.23 15:03
თქვენი არავის ეშინია, თქვე ფარჩაკებო, რაც გინდათ ის დაიწყეთ - ვაშაძე "ოცნებას"

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წევრების დაკავებებს არ გამორიცხავს.

ვაშაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის არავის ეშინია და რაც მალე დაიწყებს "ოცნება" რეპრესიებს, მით მალე დასრულდება მათი მმართცველობა საქართცველოში.

თქვენი არავის არ ეშინია, თქვე ფარჩაკებო. რაც გინდათ ის დაიწყეთ. რაც მალე იზამთ, მით მალე დაგამთავრებთ თქვენ, ამ რუსულ ძალას საქართველოში. ვფიქრობ, თუ დასჭრიდათ, ცალსახად დაიწყებენ (დაჭერებს) და ძალიან მარტივად უნდა შევხედოთ ამას, რადგან ეს არის მათი არჩეული სტრატეგიის ნაწილი. როგორც კი ახლოვდება კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ისინი მეტ მავნებლობას სჩადიან. აბსოლუტურად ყველაფერზე ვიღებ პასუხისმგებლობას. არცერთ შემთხვევაში უკან არ დავიხევთ არაფერზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, დიახ, ძალიან სწორად გამოვაცხადე ალყა, ძალიან სწორად გამოვაცხადეთ, ის რაც გამოვაცხადეთ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი უფლება, როცა ძალაუფლება მიტაცებულია და  პარლამენტი ანტიკონსტიტუციურ ქმედებას სჩადის, ხალხს აქვს პროტესტის უფლება", - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

"ქართული ოცნება" ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს აანონსებს. მმართველო პარტიის ლიდერები ისევ ამტკიცებენ, რომ 7-8 მარტის აქციებში ძალადობა ოპოზიციის წახალისებული იყო.