თუ ვინმემ სააკაშვილის ხმები და პარტიის ფინანსები გამოიყენა, ეს ნიკანორ მელია იყო - ჩარკვიანი

05.04.23 15:10
თუ ვინმემ სააკაშვილის ხმები და პარტიის ფინანსები გამოიყენა, ეს ნიკანორ მელია იყო - ჩარკვიანი

"კანონი და სამართლის" ლიდერი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლეად დიდი პროტესტია საჭირო. თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ენმ-ში ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარებს.

ოპოზიციის წევრი ასევე ამბობს, რომ თუ ვინმემ სააკაშილის ხმები და პარტიის ფინანსები გამოიყენა, ეს სწორედ ნიკანორ მელია იყო. 

უბრალოდ, პროცესი ისეთია, რომ როდესაც ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი მოდის არ იცი მერე რა ხდება. ამას ასე კონკრეტულად ვერ განსაზღვრავ. ასე რომ, შეიძლება მათ არ აქვთ ეს გეგმაში, მაგრამ ადამიანებს ჰქონდეთ. ვერ გეტყვით ასე. მე მომხრე ვარ ყოველთვის დიდი პროტესტის. რატომ? იმიტომ, რომ ჩემი ეს გეგმები არ იცვლება. მე ასე ვხედავ ამ პროცესს. სოციალურ ქსელში იმიტომ არ გხვდებათ (პოსტები), რომ იმ პროცენტმა ვინც ხმა მისცა ლევან ხაბეიშვილს, თავდ არიან ჩართული და კარგად იციან, რომ მუშაობა მიმდინარეობს სწორედ ამ კუთხით. თუ ვინმემ გამოიყენა მართლაც ეს მდგომარეობა, ეს გახლდათ ნიკანორ მელია. თუ ვინმემ გამოიყენა მიხეილ სააკაშვილი ხმები და ყველაფერი ფინანსებიდან დაწყებული, სწორედ ყოფილი თავმჯდომარე იყო, ამიტომ დაველოდოთ ჩვენ 9 აპრილს, - ამბობს თაკო ჩარკვიანი.