გაგრძელდება თუ არა აქციები ამას 9 აპრილის აქცია ცხადყოფს - ბეჟაშვილი

05.04.23 15:17
გაგრძელდება თუ არა აქციები ამას 9 აპრილის აქცია ცხადყოფს - ბეჟაშვილი

9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გაგრძელდება თუ არა აქციები, ამას სწორედ 9 აპრილს დაგეგმილი აქცია ცხადყოფს. მისი თქმით, პარტია მოვლენების ნებისმიერი განვიტარებისთვის არის მზად.

წინასწარ საუბარი 9 აპრილის აქციას რა განვითარება ექნება, არის გაუმართლებელი. 9 აპრილის აქცია, თავად დღე, თავად ხალხის რაონოდება, სულისკვეთება, მოთხოვნების ჩამოყალიბება, მოთხოვნებზე შესაბამისად ხელისუფლების რეაგირება წარმართავს პროცესს, გაგრძელდება ეს აქციები თუ ერთდღიანი აქცია იქნება. ნებისმიერი აქციის წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია. „ნაციონალური მოძრაობა“ ყევლა განვითარებისთვის არის მზად. ეს სხვა დროსაც გამოჩენილა, - ამბობს ბეჟაშვილი.