TI პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, საქართველოში საუკეთესო გარემოა ბიზნესის საკეთებლად - ჩიქოვანი

05.04.23 15:32
TI პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, საქართველოში საუკეთესო გარემოა ბიზნესის საკეთებლად - ჩიქოვანი

სად წავიდა "ქართული ოცნების "დაპირებები დენის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით?კითხვას მმართველი პარტია ვერ პასხუობს, ამიტომ არგუმენტების გარეშე დარჩენილი "ოცნება" თავს ჟურნალისტებს და არასამთვრობო სექტორს ესხმის. თავდასხმის სამზინე დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" გახდა, ორგანიზაცია, რომლის კვლევითაც დადასტურდა რომ დენის ტარიფი სავარაუდო კორუფციული გარიგეგების გამო 40 პროცენტით არის გაზრდილი.

"ოცნების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" პოიტიკურ განცხადებებს აკეთებს და დღეს საქართველოში საუკეთესო გარემოა ბიზნესის საკეთებლად.

„ამ ორგანიზაციის მთელი ხელმძღვანელობა, მთელი რიგი წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში უფრო პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ ვიდრე რეალურად არასამთავრობოს პოზიცია უნდა იყოს. დღეს საქართველოში გულწრფელად გეტყვით, რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო გარემო იმისათვის, რომ კეთდებოდეს ბიზნესი, მათ შორის, ენერგოსფეროში. კონკრეტულ კომპანიებთან დაკავშირებით კითხვები რაც არსებობს, მაგაზე ვერ გიპასუხებთ“ - ირაკლი ჩიქოვანი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით ბოლო 10 წელში ელექტროენერგიის ტარიფები 40 პროცენტინით გაიზარდა. ერთ-ერთი მიზეზი კი კორუფცია და სავარუდოდ შუამავალ კომპანიებში ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ინტერესებია.