ხაბეიშვილის ფლანგი თავისივე დაპირებების მძევალია - ბაჩო დოლიძე
ენმ-ს წევრი და ნიკა მელიას თანამოაზრე ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ხაბეიშვილის ფლანგი ახლა საკუტარი დაპირებების ტყვეობაშია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, იმ თავითვე იცოდა, რომ მესამე პრეზიდენტის ფიზიკურიდ ახსნა შეუძლებელი იყო.
ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი ხაბეიშილის კამპანიის მტავარი მესიჯი იყო, რომელმაც მათ გამარჯვება მოუტანა.
დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ყოველ შემთხვევაში, რადიკალურად განსხვავებულია იმ დაპირებებისგან, რომელსაც ისინი აძლევდნენ. მე ხომ ვიცი, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის თუნდაც ფიზიკური დახსნა, მაგრამ არა, აჯერებდნენ საპირისპიროში ამომრჩეველს და სწორედ ამან გაამარჯვებინათ, მაგრამ დღეს ეს ხალხი მძევალია თავისივე დაპირებების. აქციები დაანნსება და მერე არდაშლა იყო კამპანიის ნარატივი. ჩვეულებრივი კამპანიური მესიჯი იყო რასაც ჩვენ გთხოვდნენ, რომ აი, აქცია თუ იქნება, არცერთ შემთხვევაშ არ უნდა დავიშალოთ და ამ მდგომარეობაშ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ის სასურველი შედეგი. დღეს ზუსტად გივე ტყვეობაში არიან ადამიანები, რომლებიც იძახდნენ, რომ „ჩვენ შევიკრიბებით, აღარ დავიშლებით“ და ა.შ. , - თქვა დოლიძემ.