რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის ბრალად წაყენება სტრატეგიაა, რომ საქართველო დაზარალდეს - ვოლსკი
"ოცნების" წევრის გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის ბრალად წაყენება სტრატეგიაა, რომ საქართველოს ეკონომიკა დაზარალდეს.
ვოლსკი ასევე ავითარებს "ოცნების" რიტორიკას და კვლავ ხაზს უსვამს საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის მცდელობას.
„საქონელბრუნვა არის 10-ჯერ უფრო ნაკლები, რაც მხოლოდ ევროპისათვის გაზის მიწოდებით აქვს რუსეთს მიღებული. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის ბრალად წაყენება სწორედაც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ სტრატეგიისა, რასაც ჰქვია, რომ როგორმე საქართველოს ეკონომიკა იქნეს დაზარალებული, ჩამოშლილი, დანგრეული, ეს არის ერთი მიმართულება და მეორე მიმართულება არის საომარ მოქმედებებში ჩართვა“ - გია ვოლსკი.
ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა, სავარაუდო კორუფცია და რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა - TI-ის კვლევის მიხედვით, ბოლო 10 წელში ელექტროენერგიის ტარიფები 40 პროცენტინით გაიზარდა. ერთ-ერთი მიზეზი კი კორუფცია და სავარუდოდ შუამავალ კომპანიებში ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ინტერესებია.