ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა - ესებუას 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვა - ბადრი ესებუას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
მოასამართლე შოთა ბიჭიამ არ გაითვალისწინა პროკურორების შუამდგომლობა, რომელიც მუხლით გათვალისწინებულ მაქსიმალურ სასჯელს - 6 წლით პატიმრობას ითხოვდა. დაცვის მხარე კი მინიმალურს - 3 წლით პატიმრობას.
„დამნაშავედ რამდენად ვცნობ [თავს] არ ვიცი, მაგრამ იარაღი ჩემი იყო და დანაშაული არ ჩამიდენია, მე ასე ვფიქრობ“, - განაცხადა ბადრი ესებუამ პროცესზე.
შეგახსენებთ, ესებუას აღნიშნული ბრალდება პროკურატურამ დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს წარუდგინა. 30 მარტის სასამართლო სხდომაზე კი მან ეს ბრალდება აღიარა.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუას 2020 წლის ოქტომბერში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე 2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.