გულზე მჯიღს იკრავთ, "რუსეთუმეები არ ვართო", დაამტკიცეთ საპირისპირო - უკრაინაში მებრძოლი ქართველი კალაძეს მიმართავს

05.04.23 15:49
გულზე მჯიღს იკრავთ, "რუსეთუმეები არ ვართო", დაამტკიცეთ საპირისპირო - უკრაინაში მებრძოლი ქართველი კალაძეს მიმართავს

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე დედაქალაქის მერს მოქალაქეების თხოვნას ახსენებს, რომლებმაც თბილისში უკრაინაში მებრძოლი ქართველების ხსოვნის საპატივსაცემოდ პატარა სკვერის გახსნას ითხოვდნენ.

მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული თხოვნა მთავრობამ არ გაითვალისწინა და მხოლოდ გულზე მჯიღის ცემით განაწყენებული ამტკიცებს, რომ რუსეთუმეები არ არიან.

ნადირაძე კალაძეს მოუწოდებს, ამ ერთი ქმედებით მაინც დაამტკიცონ საწინააღმდეგო. 

კახი კალაძეს მინდა მივმართო, მე როგორც ვიცი კარგ ხნის უკან მოგმართეს თხოვნით, რომ თბილისში გახსნილიყო პატარა სკვერი თავის მემორიალური დაფით უკრაინაში დაღუპულ გმირების სახელზე. გუშინ, სამწუხაროდ, კიდევ ორი ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა, პროცენტულად უცხოელ მეომრებს შორის ყველაზე ბევრი ქართველი დაიღუპა უკრაინაში სამწუხაროდ.. . განა რა გახდა ამ საკითხის გადაწყვეტა და ისეთი ძნელი, რომ ეს გაკეთდეს, თან იმ ქვეყნაში დაღუპული გმირებისთვის, რომელიც პირადად თქვენთვის ძალიან ბევრს უნდა ნიშნავდეს.
 გაიძახით არ ვართ მერუსეთეებიო,  გულზე მჯიღს იკრავთ ნაწყენები, ერთი საქციელით და ქმედებით მაინც დაამტკიცეთ ჩვენი აქ მებრძოლების და დაღუპულების პატივისცემა.
 გამოყავით ადგილი და დანარჩენს უკვე ქართველი ხალხი მიხედავს.
 დიდება ჩვენ დაღუპულ გმირებს და მათი მარადიულ  ხსოვნას, - წერს ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში.