ორი კვირის შემდეგ შესაძლოა, შეზღუდვები შემსუბუქდეს - ნათია თურნავა
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, თქმით, 2 კვირის შემდეგ შესაძლოა, შეზღუდვები შემსუბუქდეს. ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, ჩვენ შევძლებთ, რომ გარკვეული შემსუბუქებები გავაკეთოთ.", - განაცხადა თურნავამ.
თურნავას თქმით, ტურიზმის სექტორის ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის რეგისტრირებულია აცრის მსურველი 700-მდე ადამიანი.