"არ ვარ საქმის კურსში" - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე
სასამართლო კლანის კიდევ ერთი ბოსი, ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე "პირველებთან" ამბობს, რომ აშშ-ს მიერ 4 მოსამარლის დასანქცირების შესახებ არაფერი იცის. მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და არც ლევან მურუსიძესთან ჰქონია ამ საკითხზე კომუნიკაცია.
არ ვარ, სამწუხაროდ, საქმის კურსში და არც მომისმენია ასეთი განცხადება. ვერ გეტყვით, არ ვფობ ინფორმაციას. რატომ უნდა მქონოდა კომუნიკაცია ბატონ ლევანთან ამ საკითხზე მითუმეტეს, - ამბობს ლაშა ჩხიკვაძე
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.