ისტორიული გადაწყვეტილებაა, სიგნალია ივანიშვილისთვის - სამადაშვილი მოსამართლეების დასანქცირებაზე
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოს სასამართლო კლანის ბოსების დანსაქცირების შესახებ "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ისტორიულს უწოდებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს ბიძნა ივანიშილისთვის სიგნალია და შემდეგი შესაძლოა, სწორედ ის იყოს.
ჩვენთვის გასაგები იყო ტავიდანვე, რომ არანაირ რეფორმას ბიძნა ივანიშვილი არ გაატარებს, რომ ეს კლანი მხოლოდ განმტკიცდება, მათი მმართველობის საყრდენია და ახლა, თითქმის 2 წლის შემდეგ მოხდა ეს. ისტორიული მოვლენაა, რადგან არ ყოფილა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში არ მომხდარა მსგავსი ფაქტი, რომ აშშ-ს სანქციების რეჟიმი გამოეყენებინა ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელთან მიმართებაში ჩვენს ქვეყანაში.
ეს გზავნილი, რაც დღეს გააჟღერა აშშ-მ პირველ რიგსი, ეს არის სიგნალი ივანიშვილისთვის, - თქვა სამადაშვილმა.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.