ოპონენტებმა ფრთხილად, მაგრამ მაინც აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა - მამუკა მდინარაძე

13.05.21 15:13
ოპონენტებმა ფრთხილად, მაგრამ მაინც აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა - მამუკა მდინარაძე

 ჩვენმა ოპონენტებმა ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მდინარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი აღიარება ოპონენტებისგან პირველად მოისმინა და ეს ფაქტი პარლამენტში შესულ ოპოზიციას მიულოცა.

მინდა, ჩვენს ოპონენტებს მივულოცო ის, რომ დღეს, როგორც იქნა, გადალახეს რაღაც ბარიერი, თავიანთ თავში იპოვნეს ძალა, რომ მართალია, ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც არჩევნების ლეგიტიმურობა პირველად ეღიარებინათ. ისინი, მართალია, ერთ ფრაზას ჩამოეკიდნენ, როგორც იტყვიან, სადაც საუბარი იყო განცხადებიდან ამოღებულ ფრაზაზე „არჩევნების ლეგიტიმურობის ზღვართან“ დაკავშირებით, თუმცა მაინც აღიარეს, - განაცხადა მდინარაძემ. 
 

მსგავსი სიახლეები