ექსკლუზივი: დასანქცირებულუ ირაკლი შენგელიას პირველი კომენტარი "ტვ პირველთან"

05.04.23 20:56
ექსკლუზივი: დასანქცირებულუ ირაკლი შენგელიას პირველი კომენტარი "ტვ პირველთან"

სააპელაციო სასამართლოს  მოსამართლე ირაკლი შენგელია  ამბობს, რომ დასანქცირების შესახებ "პირველებისგან" შეიტყო. მოსამართლე ინფორმაციით გაკვირვებულია და ამტკიცებს, რომ  სასამართლოშ არც კლანი და არც კორუფცია არ არსებობს. 

პირველად მესმის ახლა... არ ვარ კომპიუტერთან და არ ვიცი, პირველად მესმის... სანამ არ გავეცნობი, ვერაფერს გეტყვით. რა შუაშია კლანი, რა კლანი, რის კლანი...  რას ჰქვია მურუსიძე, რას ჰქვია ჩინჩალაძე, რას ჰქვია კლანი... არავითარი კლანი სასამართლოშ არ არის, არავითარი კორუფცია..., - თქვა შენგელიამ "პირველებთან" საუბრისას. 

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.