ძლიერი სიგნალია ხელისუფლებისთვის, სია კიდევ გაიზრდება - ბესელია მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული ეკა ბესელია ამბობს, რომ სასამართლო კლანის ბოსების დასანქცირება მოულოდნელი არ ყოფილა. ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ დასანქცირებულტა სია კიდევ გაიზრდება და ეს მხოლოდ მოსამართლეებს არ შეეხება.
მართლაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდტი, ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა გარდაუვალი შედეგი, თუკი ვერ გაიაზრებდა ხლეისუფლება, რა საფრთხეებს უქმნის კლანური მმართველობა.აი, ეს არის პირველი შედეგი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი ხელისუფლებისთვის, ყველა იმ მოსამართლისთვის, რომელიც ანგრევს მართლმსაჯულების იდეას, რომელიც უკლავს საზოგადოებას სამართლიანობის განცდას. მე ამის შესახებ მათ ვეუბნებოდი წამოსვლამდეც. ეს იყო მტავარი თემა, რის გამოც გაიყო ჩვენი გზები.
ლოგიკურია, ეს სიაც გაიზრდება, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ კლანურ მმართველობაში ჩართულია კიდევ რამდენიმე მოსამართლე, რომელიც ახდენს ზეწოლას სხვა მოსამართლეებზე. სიაც გაიზრდება და არა მხოლოდ მოსამართლეებთან გაჩერდება ეს სანქციები, - თქვა ბესელიამ.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.