განაჩენი ხელისუფლებისთვის და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის - ხაზარაძე კლანის სანქცირებაზე
სასამართლო კლანის 4 წევრის სანქცირებასთან დაკავშირებით პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს.
მისი შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ანაჩენია "ოცნების" ხელისუფლებისთვის და პირდაპირი სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის:
აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში საბოლოოდ ამოიწურა ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ.
დემოკრატიის უკუსვლას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ოპონენტების დევნას, მედიის შევიწროებასა და, საბოლოო ჯამში, რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს ვინმეს და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები"- წერს მამუკა ხაზარაძე.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.