ყველა პოლიტიკური პატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს - ხაბეიშვილი კლანის ბოსების დასანქცირებაზე

05.04.23 22:07
ყველა პოლიტიკური პატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს - ხაბეიშვილი კლანის ბოსების დასანქცირებაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას ეხმიანება.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, გზავნილი იმ ხალხისთვის, ვინც "საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს"

ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის აი, ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები.  

ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, გზავნილი დანარჩენებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს. ეს ეხება იმ 76 ქართველ გარუსებულ დეპუტატს, რომლებმაც რუსულ კანონს მისცეს ხმას"- თქვა ხაბეიშვილმა. 

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.