დროა, სახდეპმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება - რიში

05.04.23 22:13
დროა, სახდეპმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება - რიში

"სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება"- ამის შესახებ სენატრი ჯიმ რიში twitter-ზე წერს. 

მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია. 

დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება. მე გავაგრძელებ ქართველი ხალხის მხარდაჭერას მათ მისწრაფებაში, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავალი"- წერს რიში. 

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.