გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა - "ოცნების" დეპუტატი სანქციებზე

05.04.23 22:28
 გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა - "ოცნების" დეპუტატი სანქციებზე

"გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!" - პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ოთხი მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, "მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა!"

სამხარაძე ამტკიცებს, რომ  "ვერავინ მოახერხებს ქვეყნის უკრაინიზაციას და ომის პროვოცირებას".

„სააკაშვილის დროს არ დასანქცირებულა არც ერთი ქართველი მოსამართლე…

მეტიც, სააკაშვილს ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებენ…

მხოლოდ ამიტომ არის მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფა!

გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!

და აქ ომი არ იქნება!!!

ვერც სააკაშვილის რეჟიმი დაბრუნდება ვერასდროს!!!

შესაბამისად ვერც ამ ქვეყნის უკრაინიზაციას და ცეცხლის ალში გახვევას მოახერხებს ვერავინ!“ , - წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.