სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა მივიდა იქამდე რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს - თალაკვაძე

05.04.23 23:12
სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა მივიდა იქამდე რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს - თალაკვაძე

„სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს. საქართველოს და აშშ-ს ვგულისხმობ"- ასე ეხმიანება არჩილ თალაკვაძე, ქართველი მოსამართლეების დასანქცირების საკითხს.

„დღევანდელი სასამართლო ბევრად თავისუფალია და ჩვენმა ხელისუფლებამ გააუმჯობესა სასამართლოს დამოუკიდებლობა” - თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა "რუსთავი 2"- ის ეთერში. 

თაკაკვაძის განცხადებით, დღეს დასანქცირებული 4 მოსამართლიდან ერთი, ვალერიან ცერცვაძე, დიდი ხანია აღარ მუშაობს სასამართლოში.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.