"უგულავა ხომ იცით, რომელია?... მელია - ჰოი, საოცრება, აქ ჩამწკრივდებიან" - ზარქუა პარლამენტში

13.05.21 15:05
"უგულავა ხომ იცით, რომელია?... მელია - ჰოი, საოცრება, აქ ჩამწკრივდებიან" - ზარქუა პარლამენტში

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას, თქმით, " რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს სტრასბურგში თურმე სარჩელი შეაქვს":

ცდილობენ, საზოგადოებას შეასაღონ, რომ ეს არის უგულავა -„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სააკაშვილი-„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სინამდვილეში, საზოგადოებამ რომ იცოდეს, ეს არის დავა უგულავა-საქართველოს წინააღმდეგ. ხომ იცით, უგულავა რომელია? 48 მილიონის მოპარვა რომ დავუმტკიცეთ. სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდე, ესეც ხომ იცით, რომელ თემებზეა?... ნიკანორ მელია, ჰოი საოცრება, "საქართველოს წინააღმდეგ", მე რა შუაში ვარ აქო. ხალხი რომ მიაგდო, ჯერ მოუწოდა შევარდითო და გვერდზე გადგა. 

სტრასბურგში სარჩელი კი არ მიიღეს, არამედ მცდელობა აქვთ, რეგისტრაციაში გაატარონ და უბრალოდ ითხოვენ საქართველოს მთავრობისგან, რომ კონკრეტულად, რა არგუმენტები იყო"- თქვა დეპუტატმა. 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცოტა ხანში "პარლამენტში ჩამწკრივდება":

ბატონ ფრიდონს და ბატონ ელისაშვილს მივმართავ, თქვენ შორის რომ არის ახლა ცარიელი, თავისუფალი ადგილი, იქ იქნებიან ცოტა ხანში ჩამწკრივებული ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები"- აღნიშნა დეპუტატმა. 

 

მსგავსი სიახლეები