ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას - ირაკლი კობახიძე

06.04.23 00:01
ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას - ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე აშშ-ს მხრიდან ქართველი მოსამართლების სანქცირებაზე პირველ კომენტარს სამთავრობო ეთერით აკეთებს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანცხადების უკან "კორუფციული პროცესები დგას"

კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში ფული არ იგულისხმება... განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი, ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ სახელმწიფო მდივნამდე.

ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს, როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის ძალიან მძიმე და ეს მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომელიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს"- თქვა კობახიძემ. 

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.