"ჩვენ გადავეცით აშშ-ს ივანიშვილის გარემოცვის გვარები, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან"- არახამია
"ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს აშშ-დან"- ას ეხმაურება უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის ხმის" თავმჯდომარე, დავით არახამია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.
როგორც ირკვევა, უკრაინამ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომლებიც საკუთარი სტრუქტურების გამოყენებით, რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
"უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც უნდა ველოდეთ სიახლეებს" - წერს მაღალჩინოსანი.
ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო კონტროლით ყველა წითელ ხაზს კვეთს. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს ცუდად დამთავრდებოდა. მათ ვერ გაიგეს პირველად, იმედია, ახლა მიხვდებიან.
მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გადავეცით ინფორმაცია ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის შესახებ, რომლებიც საკუთარი სტრუქტურების გამოყენებით, რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც უნდა ველოდეთ სიახლეებს", - წერს არახამია.