ამერიკის მიერ სასამართლო კლანის დასანქცირება პირდაპირი გზავნილია არაფორმალური მმართველისა და ხელისუფლებისთვის - "სტრატეგია აღმაშენებელი"
ეს არის საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა, რომელსაც, მიზანმიმართულად, ანგრევს ივანიშვილი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაშია აღნიშნული, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების: მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებას, ეხმაურებიან.
“ამერიკის მიერ სასამართლო კლანის დასანქცირება პირდაპირი გზავნილია არაფორმალური მმართველისა და ხელისუფლებისთვის, რომ არავინ აპირებს საქართველოს რუსეთისა და რუსული რეჟიმისთვის გადაფორებას!
ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოსი და იმ ადამიანების, ვინც 7-8 მარტს ქუჩაში გამოსვლით გააპროტესტა რუსული კანონი.
ეს არის საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა, რომელსაც, მიზანმიმართულად, ანგრევს ივანიშვილი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.
ეხლა ჯერი ჩვენზეა, საქართველო აუცილებლად მოიშორებს ამ რუსულ რეჟიმს და გახდება ნატოს და ევროკავშირის ღირსეული წევრი! “ - სტრატეგია აღმაშენებელი