მოდით, შევეცადოთ, ერთიან ფორმულირებას მივაღწიოთ - ლევან იოსელიანი ამნისტიის შესახებ კანონზე

13.05.21 15:23
მოდით, შევეცადოთ, ერთიან ფორმულირებას მივაღწიოთ - ლევან იოსელიანი ამნისტიის შესახებ კანონზე

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას თხოვნით მიმართა. იოსელიანმა მხარეებს მოუწოდა, ამნისტიის კანონი ერთობლივად შეემუშავებინათ, რადგან მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტი ამ საკითხზე ორი კანონპროექტის ინიცირებას არ ითვალისწინებს. 

მინდა, გამოვეხმაურო ორი მხარის მიერ ინიცრებულ ამნისტიის შესახებ კანონს და ვთხოვო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდანაც, მათ შორის, ვთხოვო მმართველი პარტიის წარმომადგენლებს: მოდი, შევეცადოთ, რომ აქაც მივაღწიოთ ისეთ ფორმულირებას, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები, იმიტომ რომ ცალ-ცალკე დააინიცრეთო, იქ არ წერია,  იქ წერია, რომ უნდა შევთანხმდეთ ამ დოკუმენტზე. მე აქაც მგონია, რომ არ არის ისეთი სხვაობები, რაზეც ვერ შევძლებთ მოლაპარაკებას, - განაცხადა იოსელიანმა. 
 

მსგავსი სიახლეები