სანქცირებული მოსამართლეები სამსახურში არ მისულან - ისუტიციის უმაღლეს საბჭოში კითხვებს გაურბიან
სანქიცრებული მოსამართლეები სამსახურში არ მისულან. დილიდან ისუტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც სასამართლო სისტემის მმართველი ორგანოა, სრული მდუმარებაა.
როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა უმაღლეს საბჭოში და მისცა თუ არა თანამშრომლებს მითითება მურუსიძემ ამ კითხვაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ პასუხობენ.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.