"ოცნების" გემი იძირება, ეს ოთხი მოსამართლე არის მხოლოდ დასაწისი - ვაშაძე

06.04.23 11:19
"ოცნების" გემი იძირება, ეს ოთხი მოსამართლე არის მხოლოდ დასაწისი - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ტქმით, 4 მოსამართლის დასანქცირება მხოლდო დასაწყისია და სია შეიძლება გაფართოვდეს.

ვაშაძე ამბობს, რომ "ოცნების" გემი იძირება და მოუწოდებს მოსამართლეებს, რომ ამ გემს არ ჩაჰყვნენ.

„პირველი, "ქართული ოცნების" გემი იძირება, მეორე, ეს ოთხი მოსამართლე არის მხოლოდ დასაწისი და გზავნილია ყველა სხვა მოსამართლეებისთის, ყველა სხვა რუსული დავალებების შემსრულებლებისთვის, რომ სია შეიძლება გაფართოვდეს და პირდაპირ ვეუბნები ნუ ჩაყვებით ჩაძირულ გემს. კლანი, რაც არის შექმნილი ახლა "ქართულ ოცნებაში" შეეცდებიან კიდევ მეტი რეპრესია იყოს, მაგრამ ჯერი მოსამართლეებზეა, გააგრძელებენ კვლავ დავალებების შესრულებას თუ არ გააგრძელებენ“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.