ძალიან მალე, შეიძლება, კობახიძეც ვიხილეთ ზუსტად ასეთივე მოგზაურობის სანქციების ქვეშ - დეკანოიძე

06.04.23 11:11
ძალიან მალე, შეიძლება, კობახიძეც ვიხილეთ ზუსტად ასეთივე მოგზაურობის სანქციების ქვეშ - დეკანოიძე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას ხატია დეკანოიძე ისტორიულ გადაწყვეტილებას უწოდებს.

დეკანოძე ამბობს, რომ ძალიან მალე, შეიძლება, კობახიძეც ვიხილეთ ზუსტად ასეთივე მოგზაურობის სანქციების ქვეშ 

ძალიან სერიოზული ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც შიდა სასამართლო სიტემაში მიიტანს ძალიან კონკრეტულ გზავნილს. ყველა მოსამართლე ამაზე დაფიქრდება. ისედაც იმხელა ზეწოლაა მოსამართლეებზე, რომ ისინი ამერიკაში გარბიან. ზოგადად, ეს იქნება ყველასთვის გზავნილი. ასევე, უმრავლესობისთვისაც ეს არის გზავნილი ძალიან კონკრეტული. ასეთი განცხადებებით, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან  მალე შეიძლება კობახიძეც ვიხილეთ ზუსტად ასეთივე მოგზაურობის სანქციების ქვეშ", - ამბობს დეკანოიძე.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.