ხელისუფლება სულ უფრო ემსგავსება მის წინამორბედს - ბექა ლილუაშვილი

13.05.21 15:40
ხელისუფლება სულ უფრო ემსგავსება მის წინამორბედს - ბექა ლილუაშვილი

გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ყოფილი თანაპარტიელები პოლიტიკური ნიშნით ადამიანების შევიწროებაში დაადანაშაულა. ექსპრემიერის თანაგუნდელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  რეგიონებში ჩატარებულ საკადრო წმენდაზე ისაუბრა და თქვა, რომ მსგავის ქმედებით „ქართული ოცნება“ მის წინამორბედს სულ უფრო ემსგავსება.

ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა და ნახა, რომ რამდენიმე რეგიონში ერთდროულად შევიწროების კონკრეტული ფაქტები ხდება. იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით ღიად, საჯაროდ და შეიძლება ითქვას, სამაგალითოდ ამ ადამიანების შევიწროება, კეთილსინდისიერი ადამიანების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება და მათი სამსახურიდან გათავისუფლება. მსგავსი მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება უფრო მეტად ემსგავსება მის წინამორბედს, - განაცხადა  ლილუაშვილმა.

ბექა ლილუაშვილის ამ განცხადებას „ქართული ცონების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა უპასუხა და კორექტულობისკენ მოუწოდა.
 

მსგავსი სიახლეები