კობახიძე ელჩებს ემუქრება - ოპოზიცია დიპლომატიური სკანდალის უკან ხელისუფლების შიშს ხედავს
"ქართული ოცნება" დასავლეთს ჩანაწერებით აშაბტაჟებს - ასე ეხმაურებიან ოპოზიციაში ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებას. საუბარია ირაკლი კობახიძის კომენტარზე, სადაც ის ელჩებს ფაქტობრივად, სატელეფონო საუბრების გასაჯაროებით დაემუქრა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ეს "სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია". რაც შეეხება კობახიძეს ვაშაძის ტქმით, "ოცნების" თავმჯდომარე "წყალწაღებული ადამიანია და რაზეც ფიქრობს, რუსეთის რომელ რეგიონში მოუწევს მას დასახლება":
თურმე ჩანაწერებს აკეთებ და შანტაჟის ენით ელაპარაკები, ეს მიუღებელია. თუ გამოაქვეყნებენ ამ ჩანაწერებს, ნათელი დადასტურება იქნება, რომ მათ ბრალი მიუძღვით უკანონო ქმედებებში, თუმცა დიპლომატიური კორპუსის მოსმენები ჩვენ უკვე ვნახეთ. რაც შეეხება კობახიძეს, წყალწაღებული ადამიანია და ვფიქრობ, ეხლა ერთ-ერთი რაზეც ფიქრობს, რუსეთის რომელ რეგიონში მოუწევს მას დასახლება. მურუსიძეს პირდაპირ ვეუბნები - დაწერე განცხადება წადი. აი ეს იყო განაჩენი, რომელიც შენ მიიღე გუშინ“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
"ქართული ოცნების" მხრიდან დიპლომატების შანტაჟის უკან შიშს ხედავენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". ლევან ბეჟაშვილის თქმით, "ოცნება ამ ჩიხიდან ვეღარ გამოვა":
ისინი შედიან ისეთ ჩიხში, სადაც გამოუვალი მდგომარეობა იქნება და საერთაშორისო სანქციები უკვე მათ მიმართ პერსონალურად დაწესდება, აი ასეთი ბიძური მანიპულატორული რიტორიკის გამო“ - ლევან ბეჟაშვილი.
გახარიას გუნდში ელოდებიან, რომ კობახიძე უფრო შორს წავა და დასავლელ პარტნიორებს "კპკაინშიკებად" მალე მონათლავს:
ამ ულტიმატუმებით საუბარს ირაკლი კობახიძეს ურჩევნია დაფიქრდეს იმაზე საკუთარი შვილების მომავალს რას უკეთებს. ველოდები ირაკლი კობახიძისა და მისნაირებისგან ჩვენს პარტნიორებს როდის უწოდებენ კოკაინჩიკს. თვითონ ეს განცხადებაც დამაზიანებელია ,ანუ ბოდვაა. კობახიძის და ქართული ოცნების წარმომადგენლების ადგილზე ფრთხილად ვიქნებოდი“ - ანა ბუჩუკური.