ირაკლი ზარქუას, ამ გაუნათლებელ ბრიყვს, მილოშევიჩის მესიჯბოქსი დაუწერეს - გიგი უგულავა

13.05.21 16:02
ირაკლი ზარქუას, ამ გაუნათლებელ ბრიყვს, მილოშევიჩის მესიჯბოქსი დაუწერეს - გიგი უგულავა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ,  ტვ პირველის ეთერში აღნიშნა, რომ ,,ოცნების" წევრს, ირაკლი ზარქუას ხელისუფლების გზავნილებს ისე უწერენ, რომ მან მნიშვნელობა არც იცის.

 ირაკლი ზარქუას, ამ გაუნათლებელ ბრიყვს  მილოშევიჩის მესიჯბოქსი რომ დაუწერეს, რა ქვეყნის პრეზიდენტი რომ იყო, ისიც კი არ იცის, ოდნავ რომ გადაუხვევ და პირს რომ დააღებს და ბუზების ყლაპვას რომ დაიწყებს, ასეთია მათი უმრავლესობა - განაცხადა უგულავამ. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ,  სტრასბურგის სასამართლოში ოპოზიციის ლიდერების მხრიდან სარჩელების შეტანა სერბი დიქტატორის მცდელობას შეადარა.

წლები ზუსტად არ მახსოვს, 2000-იან წლებში მილოშევიჩმაც სამხედრო ტრიბუნალს უჩივლა სტრასბურგში და თქვა, ჩემი უფლებები დაირღვაო, შემდეგ იცით, რა განაჩენიც დადგა მის წინააღმდეგ, ასე რომ, შეეშვან ამ ბაქი-ბუქობას. - განაცხადა ზარქუამ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები