მურუსიძემ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ კრემლის წარმომადგენელია - ხაბეიშვილი

06.04.23 16:34
მურუსიძემ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ კრემლის წარმომადგენელია - ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ლევან მურუსიძის გამოსვლას ეხმაურება და ამბობს, რომ სანქცირებულმა მოსამართლემ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ კრემლის წარმომადგენელია.

ხაბეიშვილი ფეისბუკზე წერს,  რომ მურუსიძის გამოსვლა ანტისახელმწიფოებრივი, რუსული და პუტინისტური იყო.

კლასიკური საქართველოს მოღალატე, გარუსებული მურუსიძის ისტერიკა მოვისმინეთ პირდაპირ ეთერში. რუსულ სტილში, დასავლეთზე თავდასხმითა და კრემლის პროპაგანდის შესაბამისი ტექსტებით. პირდაპირ ეთერში გამოაცხადა მურუსიძემ, რომ არის კრემლის წარმომადგენელი საქართველოს სასამართლოს სისტემაში. ყველა მისი სიტყვა, წინადადებათა წყობა იყო ანტისახელმწიფოებრივი, რუსული, პუტინისტური და გაზავებული სალავიოვ - სიმონიანის მესიჯებით. 
საქართველო დასაცავია გარუსებული, პროპუტინისტი, კრემლის წარმომადგენელი მურუსიძისგან და მისნაირი მოღალატეებისგან ...
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და ქართველი ხალხის სურვილს - გავხდეთ ევროკავშირის წევრები 9 აპრილს, 17:00 საათზე ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ვიბრძოლებთ, სანამ საქართველოს არ გავიყვანთ სამშვიდობოს და არ შევიყვანთ ევროკავშირში". - წერს ხაბეიშვილი.

მურუსიძემ თქვა, რომ აშშ-ის საელჩოს მხრიდან მორალური ტერორი ხდება, უნდათ სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლემ ასევე სკანდალური განცხადება გააკეთა და მიანიშნა, რომ აშშ-ს შესაძლოა მისი ლიკვიდაცია სურდეს.