შევა თუ არა ,,ენმ" პარლამენტში - პარტიაში აზრი ორად იყოფა

13.05.21 17:11
შევა თუ არა ,,ენმ" პარლამენტში - პარტიაში აზრი ორად იყოფა

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს. პარტიაში განიხილავენ, შევა თუ არა ,,ენმ" პარლამენტში. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში აზრი ორად იყოფა. პარტიის წევრები ამბობენ, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად პარტიულ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან.

გიორგი ბარამიძე ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში  შესვლა მცდარი ნაბიჯი იქნება, რადგან პარლამენტი არალეგიტიმურია. 

რა თქმა უნდა, არ უნდა შევიდეთ პარლამენტში. იმ პარლამენტში, რომელიც არის არალეგიტიმური, იმის გამო, რომ რამდენიმე მცირე პარტია მცდარად შევიდნა ამ პარლამენტში რაღაცა იმედებით, რაღაცა მათი სუბიექტური მოსაზრებებით, ამით ეს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ გახდება, "ნაციონალური მოძრაობაც" რომ შევიდეს, მაინც ვერ გახდება, იმიტომ რომ ლეგიტიმურობა არ არის  მრავალპარტიულობაზე დამოკიდებული",  - ამბობს გიორგი ბარამიძე

,,ენმ"-ს წევრი, ზაალ უდუმაშვილი, ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოში უნდა შევიდეს და მუშაობა განაგრძოს, რადგან ახლა ქვეყანაში სხვა მოცემულობაა. უდუმაშვილის აზრით, ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლამ პოლიტიკური ვითარება შეცვლა.  

 ივანიშვილს ჰყავდა ერთპარტიული პარლამენტი, ეს მოცემულობა აღარაა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე, თუმცა ეს ჩემი პირადი პოზიციაა. რამდენიმე ვერსია არსებობს და მუშავდება, საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ",- ამბობს ზაალ უდუმაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები