"ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება" - კახაძე ჯარში შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის მომხრეა
ჯარში მოტივაციის გასაზრდელად ხომ არ იგეგმება შემოქმედებითი ჯგუფების შექმნა - შესაბამისი კითხვით მიმართა დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლადო კახაძემ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს.
დეპუტატის განცხადებით, "ქართულ ჯარს, საერთოდ ქართველებს შემოქმედებითი კუთხით დიდი ისტორია აქვს".
ცოტა მსუბუქ შეკითხვას მოგცემთ... ჯარში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყრის თავს უდიდესი ნიჭით შეპყრობილნი. ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება... იყო ასეთი ტრადიცია, რომ ჯარს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა. რას ფიქრობთ, თავის პროფესიულ საქმიანობასთან ერთად თავისი ნიჭის გამოსამჟღავნებლად ხო არ დადგა დრო აღვადგინოთ ეს ტრადიცია და ის სასწაული პოტენციალი გამოვიყენოთ, რომელიც ქართულ ნიჭს და გენს ბრძოლასთან ერთად იმ ყიჟინაში და იმ რიტუალურ ცეკვაშიც ახასიათებდა", - მიმართა მინისტრს კახაძემ.