დღეს ისევ ვიბრძვით იმ იდეალებისთვის, რისთვისაც 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეების იბრძოდნენ - გახარია
დღეს ისევ ვიბრძვით იმ იდეალებისთვის, რისთვისაც 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეების იბრძოდნენ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ახლა ქართველ ერს ყველაზე მეტად ერთიანობა სჭირდება.
9 აპრილს, ქართველი ხალხის ერთიანობამ და თავგანწირვამ მოგვიტანა ნანატრი გამარჯვება - ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო!
დღესაც, თავისუფალ ქვეყანაში, ისევ გვიწევს ბრძოლა იმ იდეალების დასაცავად, რისთვისაც 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეები იბრძოდნენ!
დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა, - წერს გახარია.
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.